ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ სამხედრო აგრესია აღარ განმეორდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან ევროპაში სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანეს.

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ სამხედრო აგრესია აღარ განმეორდება. დღეს ჩვენ, კვლავ ვუმკლავდებით იმპერიალისტურ ტენდენციებს ევროპაში, რაც გამოიხატება საზღვრების ძალის გამოყენებით ცვლილების მცდელობაში, ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიაში, მიწის წართმევაში, ადამიანების მძევლად აყვანაში. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არ არის მშვიდობის შენარჩუნების გზა. ეს არის გზა, ფაქტობრივად დაეთანხმო და წაახალისო ახალ თავდასხმები“

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ანჟეი დუდას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას პოლონეთში 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.

Visited 94 times, 1 visit(s) today