ჩვენ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვალთ და ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტს კენჭს ვუყრით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმის მიუხედავად, ქორწინების თემაზე რეფერენდუმი ჩატარდება თუ არა, ჩვენ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვალთ და საკონსტიტუციო პროექტს კენჭს ვუყრით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით ”ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რაც მან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენით გამოხატა.

”იმის მიუხედავად, რეფერენდუმი ჩატარდება თუ არა, ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ უმრავლესობით და ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ და კენჭს ვუყრით. ასე რომ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. თუკი რეფერენდუმი დაინიშნება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამ პოზიციას და შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო გაგვიმყარდება ის არგუმენტი, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ინიციატივა არის სწორი და მას აქვს ხალხის მხარდაჭერა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

Visited 122 times, 1 visit(s) today