ჩინეთსა და საქართველოს შორის დეკლარაცია გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანური რესურსების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერს ხელი. დეკლარაციის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები ჩინელი კოლეგებისგან ჩაის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას შეისწავლიან; თავის მხრივ ჩინური მხარე საქართველოში ვაზის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას გაეცნობა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთის, როგორც უმთავრესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს გაუსვა ხაზი. მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის ბაზარზე მზარდია როგორც ქართული ღვინისა და სასმელი წყლის ცნობადობა, ასევე ექსპორტი. როგორც ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბი მეიწიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთის ბაზარზე ქართულ აგრარული პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და გამოთქვა სურვილი ჩინეთის ბაზარზე ქართული ჩაის ექსპორტიც განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ღვინის ეროვნეულ სააგენტოში სამუშაო პროცესს გაეცნენ, ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს.

Visited 194 times, 1 visit(s) today