ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე 11.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იწყება ქალაქ თერჯოლის ცენტრში და გაივლის სოფლებს: რუფოთს, ახალ თერჯოლას, ჩხარს და სოფელ ძევრს. პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

Visited 55 times, 1 visit(s) today