ჩოლოქში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაობი მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოლოქის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა არსასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 120 ოჯახი ისარგებლებს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სეპტიკები, საკანალიზაციო და სადრენაჟე ჭები, საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური და შიდა ქსელი. ამ ეტაპისთვის სადეზინფექციო სათავსოების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის განხორცილელებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 299 999 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს კომპანია „მეოხი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება ივლისის ბოლოსთვის იგეგმება.

Visited 187 times, 1 visit(s) today