ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერეს. ჯამში, დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. ამჟამად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივები გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.

“მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩორჩანაში, მოსახლეობას, რომელსაც წლების განმავლობაში აწუხებდა გზის პრობლემა, ფაქტობრივად, უკვე მოგვარებულია, მალე ადგილობრივები ახალი გზით ისარგებლებენ.” – აღიშნა რწმუნებულმა.

Visited 51 times, 1 visit(s) today