ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება. ამჯერად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, წამლობას ცივი შესხურებით სოფელ სამებაში ატარებენ, სადაც, ისე, როგორც სხვა სოფლებში, მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული.
სოფლის მაცხოვრებლები თვალს ადევნებენ წამლობის მიმდინარეობას და ეცნობიან შედეგს.
3 სექტემბერს, საღამოს 8 საათიდან, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ერთდროულად, იმუშავებს 62 ერთეული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და გამოზამთრების წინ მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა.

Visited 173 times, 1 visit(s) today