ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ჩოხატაური-ბახმაროს გზა, კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია „ნიუ როუდმა“ შეასრულა.

Visited 146 times, 1 visit(s) today