ჩოხატაურში თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად საზეიმოდ გახსნა. გალერეა მოემსახურება სახვითი ხელოვნების, მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ტრადიციული მიმართულებების, ორგანზომილებიან, სამგანზომილებიანი მულტიმედიური ხელოვნების მიმდინარეობებს; წარმოაჩენს როგორც კარიერის დასაწყისში მყოფ, ისე შემდგარ და ცნობილ მხატვრებს. ხელოვანებს შეეძლებათ მიმართონ გალერეას საინტერესო პროექტებითა და წინადადებებით.
გალერეაში დაიგეგმება როგორც პერსონალური, ასევე, ჯგუფური ექსპოზიციები. იგი კურატორობას გაუწევს კონკურსებს და შერჩევითი წესით დაგეგმილ გამოფენებს, ვორქშოპეპსა და მასტერკლასებს. გალერეის მიზანია შექმნას კომფორტული სასიამოვნო გარემო, იყოს საინტერესო, როგორც გამოცდილი კოლექციონერისათვის, ასევე, ხელოვნების უბრალო მოყვარულთათვის.

Visited 298 times, 1 visit(s) today