ჩოხატაურში მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, 8 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საყვავისტყის, ზემო ფარცხმისა და შუა ფარცხმის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან საუბარში გამოიკვეთა სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები.
სოფელ საყვავისტყის მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტა.
ზემო ფარცხმაში ადმინისტრაციული შენობის ეზოს შეღობვა, გარე განათების ქსელის გაფართოება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაიგეგმა.
შუა ფარცხმაში მოსახლეობამ სოფლის მინი სტადიონის ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის გაფართოება და დაზიანებული მილხიდის აღდგენა მიიჩნია პრიორიტეტად.

Visited 93 times, 1 visit(s) today