ა(ა) იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში გაიმართა სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აღსაზრდელებისა და პედაგოგების ნამუშევრები : ფერწერის, თექის, კერამიკის, მაკრამეს, ხეზე კვვეთისა და ხალხური რეწვის ნიმუშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები.
Visited 254 times, 1 visit(s) today