ჩხოროწყუობა 2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “ჩხოროწყობა 2016” აღინიშნა. დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რვა „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადსხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლის დათვალიერება და ტრადიციული კერძების დაგემოვნება მსურველს დღის ბოლომდე შეეძლო. ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. „ჩხოროწყუობა 2016“ გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. დღესასწაული სისტემატიურად 2013 წლიდან აღინიშნება.

Visited 210 times, 1 visit(s) today