ჩხოროწყუს მერმა სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად, მუნიციპალიტეტში, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობა, ასევე სხვა მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა, გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დათო გოგუამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.

Visited 141 times, 1 visit(s) today