ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ახუთში, მდინარე ოწყარიაზე, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სოფელ ჭოღაში ,მდინარე ოჩხომურზე, ხიდის სარეაბილიტაციო და სოფელ ზუმში სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნულ სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 100 000 ლარით ფინანსდება.

Visited 155 times, 1 visit(s) today