მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა,სადაც დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. დათო გოგუამ გამგებლის წარმომადგენლებისაგან სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დილიდან გრძელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები,რომელსაც გამგებელი დათო გოგუა ხელმძღვანელობს. სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა გაწმინდეს საფეხმავლო ბილიკები. მობილიზებულია სპეც.ტექნიკა.ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.იწმინდება შიდა საუბნო გზები. ამ დროისთვის, გარდა ნაკიანისა, შეუფერხებლად მიეწოდებათ ელექტროენერგია ჩხოროწყუს მუნიციპალირტეტის აბონენტებს. შეგახსენებთ,რომ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.