ჩხოროწყუში პროდუქტების დარიგება გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ჯგუფის ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს. ამჯერად ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ, პარლამენტის წევრებმა გოგა გულორდავამ და ჯუმბერ იზორიამ გადასცეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.

Visited 83 times, 1 visit(s) today