ჩხოროწყუ მარტვილის მუნიციპალიტეტს ასფალტირებული საავტომობილო გზით დაუკავშირდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ახუთის ცენტრიდან ნოღას საზღვრამდე ასფალტირებული გზა დაიგება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 377 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. აღნიშნული გზით ჩხოროწყუ მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.

Visited 362 times, 1 visit(s) today