ჩხუტუნეთში ახალრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი სოფლის ჩხუტუნეთის მოსახლეობას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მიულოცეს. მინისტრის მოადგილემ გამგებელთან ერთად ახალრეაბილიტირებული სკოლა გახსნა.
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მაღალმთიან სოფლებში თანამედროვე სტანდარტებისა და ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გაიხარჯა. სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა იატაკები, კარ-ფანჯრები და სახურავი. პროექტის მიხედვით განხორციელდა ელქტროტექნიკური, წყალ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები.

Visited 216 times, 1 visit(s) today