ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიონი ლარია.

Visited 57 times, 1 visit(s) today