ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 8 სოფლის, შიდა სასოფლო გზების სრული რეაბილიტაციის პროექტები რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 7 400 000ლარს შეადგენს. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მუნიციპალიტეტის სოფლებში ოყურეშში, გვესოში,ქვედა ცაგერში, მახაშში და ლასურიაშში მიმდინარე შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ. მიმდინარეობს როგორც გზების აღდგენითი სამუშაოები, აგრეთვე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება სანიაღვრე არხები. პროექტის მიმდინარეობისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით სრულდება, რომლის მონიტორინგს ყოველკვირეულად რწმუნებულის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ. ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის ბოლომდე დასრულდება.

Visited 100 times, 1 visit(s) today