ცაგერში, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვა ცაგერში გაიმართა. სტრატეგიის განხილვაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სსიპ ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ცაგერში ტურიზმის საინფორმაციო შენობა და რეაბილიტირებული N2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა. პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორცელდა.

Visited 108 times, 1 visit(s) today