ცაგერში, ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი” გაიმართა

ცაგერში, მწვანე ამფითეატრში ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი” გაიმართა. ღონისძიება ხალხური რეწვის გამოფენებითა და ქართული საბრძოლო ხელოვნების “შავფაროსნების” საჩვენებელი წარმოდგენით გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორული კონცერტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა.
დასკვნითი კონცერტი ჯგუფი „ფრანი“- ს მონაწილეობით შედგა. ფესტივალს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სახალხო ფესტივალი “არტ-გენი” ტრადიციულად რეგიონებში ექსპედიციებითა და ღონისძიებებით იწყება,დასკვნითი ნაწილი კი თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება,სადაც თავს იყრის ექსპედიციების შედეგად მოძიებული სხვადასხვა დარგის ტრადიციული კულტურა.

Visited 270 times, 1 visit(s) today