ცაცხვში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალურ გზაზე, ნახევარი კილომეტრის მანძილზე სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამგებლის წარმომადგენლის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში ნონა ესებუას ინფორმაციით, გზის ამ ნაწილში წლებია უხვი ნალექის დროს საავარიო ვითარება იქმნება, რადგან წყალს ტექნიკურად სწორი დინების საშუალება არ ქონდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოცემულ მანძილზე რკინის ცხაური ჩაიდება და პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

Visited 218 times, 1 visit(s) today