დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრალური მთავრობისაგან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამარტივებულ შესყიდვებზე მხარდაჭერა სჭირდებათ. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მისი შეხვედრა და რა რესურსი სჭირდება დედაქალაქის მერიას ცენტრალური ხელისუფლებისაგან, რათა პროექტების განხორციელება დაჩქარდეს. დავით ნარმანიას თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, 2016 წლის გეგმებზე და ამოცანებზე.
“იყო საუბარი, რომ ცალკეული პროექტები დავაჩქაროთ, ამაში ჩვენ ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერა გვჭირდება გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა ჩვენ თანხმობა და მხარდაჭერა განგვიცხადა. ასე, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.