ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ქალაქ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მან ხმათა 51.09 %, მიიღო, რაც რაოდენობრივად 204 061 ამომრჩეველის ხმაა.
თბილისის მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი
თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით კი საარჩევნო სუბიექტებს შორის მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
№ 2 ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო – მიღებული ხმების რაოდენობა 35 586 ( % 9.18; მიღებული მანდატების რაოდენობა – 3)
№ 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მიღებული ხმების რაოდენობა 68 432 (% 17.66; მიღებული მანდატების რაოდენობა – 5)
№ 8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – მიღებული ხმების რაოდენობა 21 775 (% 5.62; მიღებული მანდატების რაოდენობა – 2)
№ 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
მიღებული ხმების რაოდენობა – 205 994 (% 53.15; მიღებული მანდატების რაოდენობა – 15)
ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შემაჯამებელ ოქმებს დღეს გამართულ სხდომაზე მოაწერეს ხელი.

Visited 132 times, 1 visit(s) today