ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტატო ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო მოეწყო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ღონისძიება მე – 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ასევე გამოფენილი იყო ის მასალა,რომელიც ბიბლიოთეკის არქივში ინახება და ტატო ბარათაშვილის შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

Visited 173 times, 1 visit(s) today