ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარეობს აქცია ,,ცენტრ პოინტის” წინააღმდეგ, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კანცელარიასთან იმყოფებოდა ლაშა ჩხარტიშვილი.
,,სამი თვეა უკვე მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, აიღოს სახელმწიფომ ეს თაღლითური სქემა და გამოიძიოს. კონკრეტულად სამართლიანად იქნეს გამოძიებული ,,ცენტრ პოინტის” დანაშაულებრივი საქმიანობა. ამ კომპანიას ათი წელია მივმართავთ, რომ პასუხი გაგვცენ არსებულ სიტუაციასთVნ დაკავშირებით. არანაირი რეაგირება არ ყოფილა მათი მხრიდან, ფულები შეუჭამა ხალხს და ჯერ კორპუსიც არ არის აშენებული. 6200 ოჯახია დაზარალებული. 2013 წელს დაიჭირეს ამ საქმეში ბრალდებული რამდენიმე პირი, თუმცა დეპუტატების შუამდგომლობით გამოუშვეს თავდებით. ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი ერთ ერთი აქტიური ფიგურა იყო ამ საქმეში. არაფერი არ გაკეთებულა ჩვენს სასიკეთოდ, ქუჩაში ვართ დღემდე ხალხი.” – განაცხადა prof-news-თან ინტერვიუს დროს აქციის ერთ ერთმა მონაწილემ – თამარ ვანიშვილმა.
როგორც აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, ათ მაისს კვლავ გაგრძელდება პერმანენტული აქციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
prof-news-ი მიმდინარე მოვლენების განვითარებას ჩვეულ რეჟიმში შემოგთავაზებთ