ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები კომისიის წევრებს ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 477 053 ხმა, “დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიაცია” – 88 097 ხმა, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” – 856 638 ხმა.

“ქართული ოცნებიდან” პატლამენტის წევრად აირჩიეს 115 დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან” 27, “პატრიოტთა ალიანსიდან” 6,
“თოფაძე მრეწველებიდან” 1 და საინიციატივო ჯგუფიდან 1 დეპუტატი.

Visited 143 times, 1 visit(s) today