ცესკომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,12 % მიიღო.

5 %-იან ბარიერს ლახავს „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ხმების 4,62 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,13 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.

საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი იყო გახსნილი.

აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი შედეგებია. ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი – 21 ნოემბრამდე.

Visited 140 times, 1 visit(s) today