ცესკოს ვებგვერდი უკვე მცირემხედველი პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, ვებგვერდი მცირემხედველი მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული. გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: ფონი – მუქი შავი ფერის; შრიფტის ფერი – მწვანე, ყვითელი, თეთრი; შრიფტის ზომა – განუსაზღვრელი. შესაბამისად, მცირემხედველ პირებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი შრიფტი, შრიფტის ზომა და ფონი. შეგახსნებთ, რომ ვებგვერდი სრულად არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას.
Visited 216 times, 1 visit(s) today