ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაადურ ც. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ATMACA-2004-LIGT“-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 23 მარტს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ბაადურ ც-ს დეიდის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 , მე-3 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

Visited 259 times, 1 visit(s) today