ციცაგიაანთკარში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნციიპალიტეტის სოფლების, სათემო – ციცაგიაანთკარი – ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიმდინარეობა შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულეს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

Visited 173 times, 1 visit(s) today