ცხინვალის თეატრის წარმატება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (თურქეთი) ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მიიღო გრან-პრი სპექტაკლისთვის “ჯაყო”. აღნიშნული პრიზი დღემდე არ გაცემულა. ეს არის პირველი შემთხვევა ამ ფესტივალის ისტორიაში. გარდა ამისა, რეჟისორი გოჩა კაპანაძე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისურისათვის; თეატრის უხუცეს მსახიობს ნელი სალამაძეს თეატრში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის და თეატრის დირექტორს, ზაალ თედიაშვილს ფესტივალის აქტიური პარტნიორობისთვის გადაეცათ პრიზები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს თეატრის დასს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
ცხინვალის თეატრი ფესტივალზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

Visited 187 times, 1 visit(s) today