ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან იმისთვის, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა სწორედ საქართველოში მოხდეს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს მწარმოებელს გახსნილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 3.7- მილიარდიანი ბაზარი.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უმსხვილეს კორპორაციებთან ჩინეთის, მათ შორის, შანხაისა და სხვა რეგიონებიდან, რათა მათ სწორედ საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები. მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპასა და სხვა რეგიონების მიმართულებით გაიტანოს და ამით ქვეყანამ დამატებითი სავალუტო შემოსავალი მიიღოს.

Visited 182 times, 1 visit(s) today