ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა.
მხარეებს შორის საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას შეეხო.
ევროპარლამენტარ მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს აღნიშნულ პროცესში ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და პროცესი წინ მიდის.

“ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს. ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში წარვადგენ ჩემ მოხსენებას.
მე ყველა სახის ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვქონდა მოხსენება ევროკომისიიდან, ასევე გვაქვს კარგი თანამშრომლობა საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე, რომ, როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე, ეს ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი საფეხურია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, არის ეს პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაგრძელება, ამიტომ ჩვენ ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი, ამიტომ ევროპარლამენტი გააკეთებს იგივეს,” – განაცხადა მარია გაბრიელმა.

Visited 148 times, 1 visit(s) today