ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან არის გადამწყვეტი; იმიტომ, რომ სასამართლომ შეაგროვოს მტკიცებულებები გამოძიების პროცესში და კიდევ ერთხელ დადასტურდეს საქართველოს მხრიდან ის, რაც არის სასიცოცხლო და მთავარი, რომ ამ გამოძიებისას ჩვენ ვეძიებთ დამტკიცებას იმ დანაშაულებების, რომლებიც ეხება ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობას, ქართველების ეთნიკური წმენდას, ასევე, გორის დაბომბვას 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა გამოიყენა „ისკანდერი“. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გარეშე წინსვლა ვერ იქნება.
დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეს პრიორიტეტები; ითქვა, რომ საქართველო ჩაატარებს ოქტომბერში უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონფერენციას; ითქვა ისიც, რომ ჩვენ ახალ ფურცელს გადავშლით თანამშრომლობის დარგში და ხელს მოვაწერთ მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას პატიმრების გაცვლის სფეროში“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Visited 117 times, 1 visit(s) today