ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა. ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში და დიდი სიხარული ვუერთდებით და დიდი ენთუზიაზმით ამ ინიციატივას, რომელიც ეკუთვნის ჩვენი ქალაქის მერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში და სპორტში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მარათონი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს.

Visited 122 times, 1 visit(s) today