ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“აწარმოე საქართველოში” არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, – ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქროში უმასპინძლა.
პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას” საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა.
მეწარმეების თქმით, “ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა. ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად.” – აღნიშნა პრემიერმა.

Visited 214 times, 1 visit(s) today