ძველ ბულვარში სამედიცინო მომსახურების სპეციალური მობილური ჯგუფები იმუშავებენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველად ტურისტულ სეზონზე ბათუმის სანაპიროზე, ძველ ბულვარში სამედიცინო მომსახურების სპეციალური მობილური ჯგუფები იმუშავებენ. მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით ზღვისპირა პარკში, პლაჟთან ახლოს უკვე განთავსდა. მედიკოსები საჭიროების შემთხევაში ნებისმიერ პირს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ასევე მსურველს შესაძლებელობა ექნება ადგილზე C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტაროს. მოძრავი ამბულატორია ძველ ბულვარში სანაპიროსთან ახლოს დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს. მობილური ჯგუფების პირველი პაციენტები სიმბოლურად დღეს საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრები იყვნენ.

Visited 154 times, 1 visit(s) today