ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე, დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

Visited 210 times, 1 visit(s) today