ძლიერი ქარის გამო ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე არსებული ავტობუსის მოსაცდელი დაზიანდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც მინის ნამსხვრევების გატანის სამუშაოები განახორციელეს. დაზიანებული მოსაცდელი უახლოეს მომავალში აღდგება. ქალაქის მასშტაბით განთავსებული მოსაცდელების მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება.
Visited 268 times, 1 visit(s) today