ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დამძიმდა იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც წინა სტიქიის დროს დაზარალდნენ. განსაკუთრებული ზიანი გორდელაძეების, ანდღულაძეების და ჩაჩანიძეების ოჯახს მიადგა.
ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
ნატანებში დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. ძლიერი ქარის მიუხედავად ნატანებში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.
დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი შესაბამის დახმარებას უახლოეს პერიოდში გაუწევს.

Visited 187 times, 1 visit(s) today