ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები.
არსებულ ვითარებას ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ. ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება.
ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
მოგიწოდებთ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ ცხელ ხაზზე 0493 22 12 95.

Visited 251 times, 1 visit(s) today