ძლიერმა წვიმამ, მცხეთის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხები დააზიანა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერმა წვიმამ, მცხეთის მუნიციპალიტეტში საგურამოს, ნავდარაანთკარის, გალავნისა და ბიწმენდის შიდა სასოფლო გზები და სანიაღვრე არხები დააზიანა. ასევე,ზიანი მიადგა ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებას. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გაეცვნენ არსებულ მდგომარეობას. ისინი ზარალის დამთვლელ მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად ანგარიშს წარუდგენენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და მოხდება დაზიანებული გზების შესაკეთებელი სამუშაოების დაგეგმვა.

Visited 230 times, 1 visit(s) today