ძლიერ წვიმასა და ქარს ბათუმში პრობლემები არ შეუქმნია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერ წვიმასა და ქარს ბათუმში პრობლემები არ შეუქმნია.
ქალაქის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს. შეუფერხებლად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
წყალმომარაგება აღდგენილია ყველგან, გარდა ჩაქვისა და ჩაისუბნის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისა. წყალმომარაგება სრულად სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება.
დილიდან დასუფთავდა სანაპირო ზოლი. დასუფთავების სამუშაოები 14:00 სთ-ზე განახლდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today