წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველ მოადგილე ცოტნე შონიასთან და მერის თანაშემწე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ქალაქ წალენჯიხაში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს შპს „ ექსპრესსერვისი-2008“-ს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟთან ერთად რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოებების მოწყობა განხორციელდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის 26 მაისს დაიწყო და 2019 წელს ქალაქის სრულ დაქსელვას ითვალისწინებს.
Visited 94 times, 1 visit(s) today