წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას შეხვედრაზე იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. ჯგალსა და ლიაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლის და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.

Visited 155 times, 1 visit(s) today