წალკის მუნიციპალიტეტს იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, გადაეცა მძიმე ტექნიკა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში, ქვემო ქართლის რეგიონი, გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდა.

„მისასალმებელია, რომ საგრანტო პროექტის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტს იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, გადაეცა მძიმე ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ეფექტურ რეაგირებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს. მოხარული ვარ, რომ დღემდე, ამ პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, დაფინანსდა სამი პროექტი, კერძოდ, წალკის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება” – აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა იაპონიის ელჩთან ოფიციალური შეხვედრის დროს.

იაპონიის საელჩო საქართველოში 1998 წლიდან ახორციელებს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას. მისი მიზანია შედარებით მცირემასშტაბიანი პროექტების დახმარება. ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.

„დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში ულამაზეს მუნიციპალიტეტს, წალკას ვესტუმრეთ, რათა იაპონიის ხალხის სახელით გადავცეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სერვისების მიწოდების კუთხით“- იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი.

წალკის მუნიციპალიტეტში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში მოპოვებული გრანტის მოცულობამ 70 000 $ შეადგინა. შეხვედრას გიორგი დოხტურიშვილი, იაპონიის ელჩთან საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკისთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Visited 49 times, 1 visit(s) today