წალკის მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშო ბაღი გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და წალკის მერთან, ილია საბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავო ბაღის მშენებლობის პროცესი მოინახულა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სოფლებში, კოხტასა და კიზილკილისაში მცხოვრები ბავშვები, სკოლამდელი განათლების მიღებას, ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ. ადგილზე სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. სოფელ კოხტაში პროექტის ღირებულება 176 544 ლარია, ხოლო სოფელ კიზილკილისაში ბაღის მშენებლობისთვის 285 957 ლარი დაიხარჯა.

Visited 178 times, 1 visit(s) today