წაღვერში თორელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა წაღვერში თორელის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით, მოწესრიდგება 270მ სიგრძის მონაკვეთი.
სამუშაოების მიხედვით, გათვალისწინებულია სათვალთვალო ჭების, გოფრირებული მილების, მიმღები არხებისა და ლითონის ცხაურების მოწყობა.
აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი არასოდეს ყოფილა, რაც თავის მხრივ იწვევდა წყლის გადმოდინებას გზის სავალ ნაწილზე და მის დაზიანებას, ამასთანავე იტბორებოდა მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოები.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 44 682 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება ივლისის შუა რიცხვებში მოხდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today